17:13 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-11 19:42:53, 1616 ნახვა

კომენტარი
პრემიერი - ზუგდიდის სკოლის დირექტორის გარდაცვალებით პოლიტიკური სპეკულაცია მიუღებელი და ამორალურია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზუგდიდის სკოლის დირექტორ ია კერზაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მიიჩნევს, რომ ამ ტრაგედიით პოლიტიკური სპეკულაცია სრულიად მიუღებელია.

ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქლაივში" ინტერნეტმომხმარებლის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

„მინდა, სამძიმარი მინდა გამოვუცხადო გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახს, ნათესავებს კოლეგებს, მოხდა ადამიანური ტრაგედია და ამაზე პოლიტიკური სპეკულაცია სრულიად მიუღებელი და ამორალურია", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, 9 დეკემბერს, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა. იგი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის კლინიკაში ინსულტით რამდენიმე დღის წინ მოათავსეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ განაცხადა, რომ დედამისი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. პოლიტიკურ ზეწოლაზე ია კერზაია თავადაც საუბრობდა. მან აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც პედაგოგების საარჩევნო პროცესში უკანონოდ ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე გენერალურმა ინსპექციამ თბილისიდან ზუგდიდში ორი თანამშრომელი გაგზავნა და მეექვსე სკოლის შემოწმება დაავალა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics