18:46 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-11 18:18:43, 549 ნახვა

რეგიონი
მთაში ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად პრევენციული ღონისძიებები განხორციელდება

მთაში ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად პრევენციული ღონისძიებები განხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს „ექსპო ჯორჯიაში" მთის განვითარების სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ღონისძიებები გულისხმობს სხვადასხვა ხევისა და მდინარის გასუფთავებას, ოთხი ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის დამონტაჟებას, ტყის გაშენებას, ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მთაში ნახანძრალი ტერიტორიების აღდგენას.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უმნიშვნელოვანესი კომპონენტია აგრეთვე სადაზღვევო პროგრამების დანერგვა, რომ სტიქიური კატასტროფებით გამოწვეული ზარალი მინიმუმამდე შემცირდეს.

„ცალკე მინდა აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც ჩვენ გვავს და სამწუხაროდ, გასული სამი წლის განმავლობაში ჩვენ ეს ყველამ ჩვენი თვალით ვიხილეთ - კატასტროფების წინასწარი გაფრთხილების სისტემების დამონტაჟება მთაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ დავაზღვიოთ ის კატასტროფები, რაც კლიმატის ცვლილებას უკავშირდება. თქვენ იცით, რომ ამ ნაწილში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი თანხები გამოვყავით და უკვე დავიწყეთ საპილოტე პროექტების გაკეთება. ჩვენ განვახორციელებთ პრევენციულ ღონისძიებებს ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics