18:46 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-10 17:54:53, 511 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერი ინფასტრუქტურული ღონისძიებების მიმღებ კომისიას შეხვდა

შუახევის მერიაში 2018 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასა და 2019 წელში დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

 სამუშაო შეხვედრას, რომელსაც მუნიციპალიტეტების მერი ფრიდონ ფუტკარაძე მართავდა, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, მერის მოადგილეები ომარ ტაკიძე, რუსუდან შავაძე და ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღები კომისიის წევრები ესწრებოდნენ.

 კომისიის ინფორმაციით პროექტები გეგმის მიხედვით ხორციელდება, მათი უმეტესობა ამ დროისთვის უკვე დასრულებული ან დასრულების პროცესშია, თუმცა იქნება რამდენიმე გარდამავალი პროექტიც.

 ფრიდონ ფუტკარაძემ ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღებ კომისიას პროექტების მიმდინარეობისა და ჩაბარების დროს მაქსიმალური კონტროლის და ზედამხედველობის, ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში კი მათზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდა.

ყურადღება გამახვილდა ასევე 2019 წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც, რომლის ფარგლებშიც კვლავ რჩება ბაღების, გზების მშენებლობა, სოფლად წყლის სისტემების მოწესრიგება, დაბისა და სოფლების კეთილმოწყობა და ა.შ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics