18:46 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-05 17:27:24, 783 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერიაში შუახევი-ხულოს გაზსადენის მშნებლობის საჯარო განხილვა გაიმართა

დღეს, შუახევის მერიის სააქტო დარბაზში, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში შპს „გასპრომი 2009“-ის p=6 კგ/სმ 2 გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის სოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა მოეწყო, რაც ითვალისწინებს შუახევიდან (სოფ.ხიჭაური)-გოდერძის უღელტეხილამდე, 54.0 კმ. მონაკვეთზე ძირითადი გაზსადენის მშენებლობას.

პროექტის პრეზენტაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს დაცვითი შეფასების დეპატრამენტის, გარემოსდაცვითი შეფასების სამმართველოს წარმომადგენელმა ლევან ოზბეთელაშვილმა წარადგინა.

საჯარო განხილვას შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, მერიისა და მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციებით თანამშრომლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელია შპს ,, გასპრომი- 2009“ . სამუშაოების სრული ხანგრძლივობა შეადგენს 24 თვეს.

პროექტის ფარგლებში მილსადენის ძირითადი ნაწილი განთავსდება მიწისქვეშა თხრილში, ნაწილი კი ჰაერში.

დასაქმებულთა შორის აბსოლუტური უმრავლესობა იქნება ადგილობრივი მოსახლეობა.

დამატებით 15 200 აბონენტის გაზიფიცირება მოხდება.

გაზიფიცირების მეორე ეტაპი ბიუჯეტიდან 30 მლნ ლარით ფინანსდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics