16:11 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-04 12:44:28, 1438 ნახვა

სამართალი
გახარია უკრაინის მოქალაქეებზე: ეჭვი არსებობს - მოტივის გამოსაკვეთად გამოძიება მიმდინარეობს

„დღეის მდგომარეობით გამოძიება მიმდინარეობს და არის მოტივის გამოკვეთის ეტაპზე“, -ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ უკრაინის 6 მოქალაქის დაკავების შესახებ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე ჰქონდათ თუ არა უკრაინელებს კავშირი 2 დეკემბრის აქციასთან და ოპოზიციურ ძალასთან, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ეჭვები არსებობს  და გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ.

„ჩვენ კოლეგებთან ერთად, უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ვმუშაობთ, ვნახოთ რა შედეგები დადგება. რა თქმა უნდა ვადგენთ. ეს არის პროცესი და ეს არის ამასთან ერთად ძალიან საპასუხისმგებლო გამოძიება. ჩვენ თითოეულ ნაბიჯს და სიტყვას ვზომავთ. ასეთი ეჭვები არსებობს,  მათივე განცხადებებიდან, რომლებიც მათ გააკეთეს, მათ შორის დაკითხვების დროსაც, მათივე ვიზიტებიდან სხვადასხვა აქციებზე, მათ შორის. მე მინდა გითხრათ, რომ ეს დღეს მხოლოდ ეჭვია. დღეს გვაქვს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, სად მიგვიყვანს ეს გამოძიება ვნახავთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები. აქედან გამომდინარე და ამ პოლიტიკური პროცესების სენსიტიურობიდან გამომდინარე, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარეობს, თითოეულ სიტყვას ძალიან ფრთხილად ვზომავთ. გამოძიების პროცესში ვართ და როგორც კი კონკრეტული შედეგები გვექნება, პირველი თქვენ გაიგებთ. დღეის მდგომარეობით გამოძიება მიმდინარეობს და არის მოტივის გამოკვეთის ეტაპზე. როგორც ფაქტი ჩვენ გვაქვს ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ჰქონდათ ჯგუფური ვიზიტით, 27 ნოემბერს საქართველოში ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეებს. ეს არის ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დღეს მე შემიძლია გითხრათ“,  - განაცხადა გიორგი გახარიამ





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics