16:10 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-03 11:13:28, 1587 ნახვა

სამართალი
პოროშენკოს მრჩეველი: სპეცოპერაციისას დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებთან ერთად თბილისში რადას დეპუტატი იმყოფებოდა

ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებთან ერთად, თბილისში, პარტია „სამოპომოშის“ დეპუტატი სემიონ სემენჩენკო იმყოფებოდა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა იური ბირიუკოვმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

ბერიუკოვის თქმით, მოგვიანებით სემენჩენკო გაიქცა. 

„სხვადასხვა სახის კონტაქტები მაქვს და დამიდასტურეს ინფორმაცია, რომ სემენჩენკო თბილისშია, მან ჩაგვითრია დიპლომატიურ სკანდალში, თავისი ხალხი მიატოვა და ბოლო მომენტში გაიქცა. ისევე გაიქცა, როგორც ეს გააკეთა ილოვაისკში და დებალცევოში. ხვალ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩვენ დიპლომატებს საყვედურს ეტყვის, რადგან ის საქართველოში ოფიციალური საბუტებით იმყოფებოდა და ფიქსირდებოდა როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი“, - წერს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი. 

ცნობისთვის, „ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა" და „ალიანსში" ჩაატარა. დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ.“. 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics