14:32 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-28 16:21:42, 1368 ნახვა

სამართალი
შსს-მ აბაშაში საკრებულოს წევრის მიერ ხმის მიცემის ფარულობის შესაძლო დარღვევაზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აბაშის საარჩევნო ოლქში, მე-10 უბანზე ხმის მიცემის კაბინაში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სსკ-ის 164-ე მუხლით მიმდინარეობს (ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ხმების არასწორად დათვლა ან არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამება).

„მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, აბაშის საარჩევნო ოლქში, მე-10 უბანზე ქართული ოცნებიდან საკრებულოს წევრის მიერ ხმის მიცემის ფარულობის შესაძლო დარღვევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, - აცხადებენ შსს-ში.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ აბაშაში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" ლეონტი ნადარეიშვილი ერთ-ერთ ამომრჩეველს ხმის მისაცემ კაბინაში შეჰყვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ფოთში საფუძველს ვუყრით ახალი ნავმისადგომის მშენებლობას, უმნიშვნელოვანესია
SJC: რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია უფრო აგრესიულ ეტაპზე გადავიდა
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics