13:24 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-23 15:10:23, 1432 ნახვა

კომენტარი
დავით სერგეენკო: არავის ვურჩევდი, რომ ექიმების ღირსების შელახვას ეცადოს!

„ექიმები ის ადამიანები არიან, ვინც პოლიტიკური ნიშნით კი არა, ბრძოლის ველზე დაჭრილ მოწინააღმდეგეს და მოსისხლე მტერსაც კი, აღმოუჩენენ დახმარებას. ასე რომ, ასეთი საუბარი, უბრალოდ, მიუღებელია და არავის არ ვურჩევ ამის გაკეთებას“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ონში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ნოდარ ბურდილაძისთვის სამედიცინო დახმარების დაგვიანებით აღმოჩენის შესახებ შეფასებას.

მინისტრის თქმით, ამ ტიპის განცხადებები მედიკოსებისთვის ღირსების შემლახავია.

„მე გუშინ მოვისმინე გარკვეული შეფასებები, რომელზეც გაოცებული ვარ. როგორ შეიძლება, ადამიანს ენა მოუბრუნდეს იმაზე, რომ თქვას, ექიმმა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს დახმარება შეგნებულად, პოლიტიკური მოსაზრებების გამო არ აღმოუჩინა. ამაზე მძიმე შეურაცხყოფა მე ექიმისთვის უბრალოდ არ ვიცი და არავის ვურჩევდი, რომ ექიმების ღირსების შელახვას ეცადოს!“ - აღნიშნა დავით სერგეენკომ. 

მან დაშავებულის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გააცნო ჟურნალისტებს ინფორმაცია. მინისტრის თქმით, პაციენტს ინტენსიური მკურნალობა უტარდება.

„პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. ასეთი დაზიანებების შემდეგ, პაციენტებს სჭირდებათ ინტენსიური თერაპია. ახლა ის რეანიმაციულ განყოფილებაში გადის მკურნალობას, რადგან ასეთი დაზიანებები ხანგრძლივ მართვას მოითხოვს“,- განმარტა მინისტრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics