|
2018-11-17 10:21:25, 1649 ნახვა
სამართალი
შსს-ში დონორთა საკოორდინაციო კონფერენცია ჩატარდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით, დონორთა ყოველწლიური საკოორდინაციო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ. მან დამსწრე პირებს სამინისტროში მიმდინარე და ინიცირებული რეფორმებისა და სიახლეების, დონორი ორგანიზაციების, პარტნიორი სახელმწიფოებისა და სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები სტუმრებს სამინისტროს იმ საჭიროებების შესახებ ესაუბრნენ, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებებიდან და სხვადასხვა საერთაშორისო ვალდებულებებიდან გამომდინარეობს. კონფერენციის მიზანი იყო დამსწრე საზოგადოებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების საჭიროებების ანალიზის შედეგების წარდგენა. კონფერენციას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები, პარტნიორი სახელმწიფოების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებთანაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს და ერთობლივ პროექტებს ახორციელებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)