20:30 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-13 18:30:51, 2377 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით საქართველო ლიდერია რეგიონში

 

ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკაზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი რეინვესტირების რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს, რომელიც ქვეყანაში გასულ წელს დაფიქსირდა.

 „2017 წელს რეკორდულად მაღალი იყო რეინვესტირების მაჩვენებელი, რაც წინა წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა და რეინვესტირების მაჩვენებელმა 50% შეადგინა. რეინვესტირება მაღალი დონე, ეს არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხარისხობრივი მაჩვენებელი, ამიტომაც ის არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, 2017 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1.9 მლრდ დოლარამდე შეადგინა და  მიმდინარე წლის პროგნოზითაც 1.8 მლრდ დოლარზე მეტი იქნება.

„საინტერესოა საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დონის შედარება სხვა ქვეყნებთან. ამ მაჩვენებლით, საქართველო არამარტო ლიდერია რეგიონში, არამედ ევროპის მხოლოდ 2-3 ქვეყანას ჩამოუვარდება", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
ყაზახეთმა და ევროკავშირმა ბრიუსელში არაერთ სტრატეგიულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი
სახახო დამცველმა ივანიშვილის რეჟიმის მიღებული დრაკონული და ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონები გააკრიტიკა
საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics