|
2015-06-13 11:40:05, 338 ნახვა
პოლიტიკა
ვროცლავის გლობალურ ფორუმზე თამარ ბერუჩაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა ვროცლავის გლობალურ ფორუმში მონაწილეობის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა ამერიკელ სენატორთან, აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელთან ჯინ შაჰინთან. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს როგორც ამერიკისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე საქარველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე, მათ შორის განიხილეს ნატო-ს ვარშავის სამიტის მოსამზადებელი სამუშაოები. ამერიკელმა სენატორმა კიდევე ერთხელ დადასტურა შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. კონფერენციის ფარგლებში მინისტრი ასევე შეხვდა ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტს დეიმონ ვილსონს და ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს ჯონ ჰერბტს. შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოა და არსებულ გამოწვევებზე. ვროცლავის გლობალური უსაფრთხოების ფორუმში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მოლდოველ და პოლონელ კოლეგასთან ერთად მონაწილეობდა. გლობალური უსაფრთხოების ფორუმის მთავარი ფოკუსი წელს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)