13:27 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-10 17:27:20, 1225 ნახვა

რეგიონი
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს სალიხ აბაშიძის სახელი მიენიჭა

 ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრს სალიხ აბაშიძის სახელი მიენიჭა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მის სახელს უკავშირდება აჭარაში ინფექციური საავადმყოფოს დაარსება, რომელიც დაახლოებით 100 წლის წინ ბარცხანის დასახლებაში გაიხსნა და დღემდე ფუნქციონირებს.

სალიხ აბაშიძე აღნიშნულ დაწესებულებაში 1987 წლამდე მუშაობდა. ინფექციურ საავადმყოფოზე სალიხ აბაშიძის სახელი მინიჭებასთან დაკავშირებით, დღეს კლინიკაში აჭარის სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები, ინფექციონისტები და სალიხ აბაშიძის ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. მათ გაიხსენეს ღვაწლმოსილი ექიმის მოღვაწეობა და აღნიშნეს, რომ სალიხ აბაშიძემ განსაკუთრებული პროფესიონალიზმი და ორგანიზატორული ნიჭი 1970 წელს გამოავლინა, როცა ბათუმში ქოლერამ იფეთქა.

 დღესვე სალიხ აბაშიძის საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფა გაიხსნა.

 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics