13:25 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-09 14:55:26, 472 ნახვა

რეგიონი
C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგის ჩატარება უკვე ბათუმის იუსტიციის სახლებშიც შესაძლებელია

C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგის ჩატარება სამედიცინო დაწესებულებების გარდა უკვე ბათუმის იუსტიციის სახლებშიც შესაძლებელია.

სკრინინგი ნებისმიერ მსურველს უფასოდ უტარდება.

პროცესის მიმდინარეობას დღეს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოცალური დაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოსა და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

ამიერიდან, ბათუმის იუსტიციის სახლში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს წარმოამდგენლები, უფასო C ჰეპატიტის სკრინინგს ყოველ სამუშაო დღეს 09:00 დან - 18:00 საათამდე ჩაატარებენ.

გარდა იუსტიციის სახლისა მოქალაქეებს C ჰეპატიტის უფასო სკრინინგის ჩატარება, სამედიცინო დაწესებულებებსა და სოფლის პირველად ცენტრებში შეუძლიათ.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე აჭარაში მკურნალობის კურსი ჩაიტარდა - 4278 პაციენტმა, აქედან გამოჯანმრთელდა -3089 პაციენტი, 454 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

С ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://www.moh.gov.ge/ka/528/

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics