07:54 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-07 15:27:54, 1703 ნახვა

სამართალი
„ევროპული საქართველო“ საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების თაობაზე პარლამენტში შს მინისტრს და მთავარ პროკურორს იბარებს

„ევროპული საქართველო" საკანონმდებლო ორგანოში დღეს რეზოლუციას შეიტანს, რომლის თანახმადაც, პარლამენტმა შსს-ს და მთავარ პროკურატურას უნდა მოსთხოვოს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები იმ რეკომენდაციების შესასრულებლად, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საკითხის შემსწავლელმა საგამოძიებო კომისიამ ორი თვის წინ შეიმუშავა.

როგორც კომისიის ხელძღვანელმა სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რეზოლუციის თაობაზე პარლამენტისგან რეაგირებას უახლოეს 10 დღეში ელოდებიან.

„ეს რეკომენდაციები თქვენ იცით, რომ მრავალი მიმართულებით არის, მაგრამ რამდენიმე რეკომენდაცია მიგვაჩნია, რომ არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი, რომ მალე შესრულდეს, უახლოეს ათ დღეში. ეს არის რეკომენდაცია, რომელიც ეხება მ.კ-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას, ასევე - ეს არის რეკომენდაცია, რომელიც ეხება მირზა სუბელიანის ქმედებებზე გამოძიების დაწყებას და იმ ჩანაწერებმა, რომელიც ბოლო პერიოდში გავრცელდა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენს მიერ გაკეთებული დასკვნა იყო მართებული. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი არის იმ კონკრეტული ადამიანების დასჯა, მათი თანამდებობებიდან გათავისუფლება, შემდეგ კი მათ მიმართ გამოძიების დაწყება, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ საქმის მიჩქმალვაში და ჩაფარცხვაში. ამ სამ საკითხზე ვითხოვთ შს მინისტრი და მთავარი პროკურორი მივიდნენ პარლამენტში. მანამდე შეასრულონ რეკომენდაცია და შემდეგ უკვე მოახსენონ პარლამენტს, რას გააკეთებენ",- განაცხადა კაპანაძემ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics