09:05 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-06 13:28:51, 1799 ნახვა

კომენტარი
ლაშა თორდია ფარცხალაძეზე - ერთ დღეში ბრალის წაყენება და 5 000 ლარის შეფარდება რაღაა თქვე კაი ხალხო?!

„შევცდი, ციხეში ჩასმაზე გადავაჭარბე მოლოდინს“, - ასე ეხმაურება აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ლაშა თორდია მისი ცემის საქმეზე ყოფილი მთავარი პროკურორისთვის, ოთარ ფარცხალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას.

„მინიმუმ ორი მილიონი მხოლოდ ამ გარიგებიდან გამოღლიტა მერიას, ნუ ჩემზე თავდასხმა გასაგებია და ბევრს არ ვისაუბრებ.

ერთ დღეში ბრალის წაყენება, ჩუმად სასამართლოს გამართვა და 5000 ლარის შეფარდება რაღაა თქვე კაი ხალხო?!“, - წერს ლაშა თორდია.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ბრალი გუშინ წარედგინა. ადვოკატის ინფორმაციით, მას სსკ-ის 126-ე მუხლს ედავებიან, რაც ცემას გულისხმობს. კერძოდ, ოთარ ფარცხალაძესა და ყოფილ გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას შორის ფიზიკური დაპირისპირება 2017 წლის 12 მაისს მოხდა, რა დროსაც თორდიამ ფიზიკური დაზიანებები მიიღო. ფარცხალაძის სასამართლო პროცესი გუშინ ბრალის წარდგენის შემდეგ გაიმართა და მას 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
ბულგარეთის პრორუსულმა პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ვეტოს დაადებს ევროკავშირის ახალ სანქციების პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.
აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანის საზღვაო ბლოკადა დაასრულეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics