09:05 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-05 14:59:09, 1335 ნახვა

კომენტარი
ვაშაძე ივანიშვილს: შეეშვით ხალხის დაშინებას, ქვეყანაში არანაირი დაპირისპირება არ იქნება

„ეს არის კიდევ ერთი ტყუილი დაპირებები, რომელსაც უკვე ფასი არ აქვს საქართველოს არც ერთი მოქალაქისთვის“, - ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვას.

მან ივანიშვილს მოუწოდა, ხალხის დაშინება შეწყვიტოს და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არანაირ დაპირისპირებას არ ექნება ადგილი.

„ჩვენ მოვისმინეთ არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რაზეც ძალიან მარტივია პასუხი. მას მინდა ვუთხრა, თქვენ მილიონმა ადამიანმა გამოგიცხადათ სრული უნდობლობა. ახლა რაც მოვისმინეთ, ეს არის კიდევ ერთი ტყუილი დაპირებები, რომელსაც უკვე ფასი არ აქვს საქართველოს არც ერთი მოქალაქისთვის. რაც ყველაზე მთავარია, შეეშვით ხალხის დაშინებას. არანაირი დაპირისპირება, არანაირი ანგარიშსწორება  არ იქნება ქვეყანაში. ჩვენ ვართ გარანტი იმის, რომ ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე, მშვიდობიანად მოხდება ხელისუფლების ცვლილება ქვეყანაში. ყველა თქვენ ძალადობრივ ფაქტზე, რასაც ახორციელებთ, ჩვენ მშვიდობით გპასუხობთ. მე მინდა მას ვუთხრა, ეს სიტყვა რა შუაშია ახალქალაქში მოწყობილ იმ მართლაც თავპირის მტვრევაზე, რაც ჩვენს აქტივისტებს მოუწყვეთ და შემდეგ იმ რეაგირებაზე, რაც გააკეთა სამართალდამცავმა ორგანოებმა. მშვიდად და წყნარად დავიწყებთ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესს და განვითარების სრულიად ახალ ეტაპს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.  

 

ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვა იხილეთ აქ





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
ბულგარეთის პრორუსულმა პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ვეტოს დაადებს ევროკავშირის ახალ სანქციების პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.
აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანის საზღვაო ბლოკადა დაასრულეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics