09:05 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-05 14:36:09, 1676 ნახვა

კომენტარი
გუგული მაღრაძე: არსებობს კლასიკა, როგორ უნდა ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია

„არსებობს კლასიკა, როგორ უნდა ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ ჟურნალისტებს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც მაღრაძემ აღნიშნა, პირველ ტურში „ქართულმა ოცნებამ“ კამპანიას ბევრი რამ დააკლო, რასაც მეორე ტურისთვის გამოიყენებს.

მისივე განმარტებით, მმართველმა გუნდმა მოსახლეობას უნდა გააგებინოს რა გააკეთა და ასევე უნდა აუხსნას, თუ რატომ უნდა დაუჭირონ მათ მხარი.

„ჩვენ გვქონდა უმრავლესობის შეხვედრა და გადავწყვიტეთ რა უნდა გავაკეთოთ, როგორ ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ადამიანებს გავაგებინოთ რა გავაკეთეთ, რის გაკეთებას ვაპირებთ. რაც არსებობს საარჩევნო კამპანიის ხერხები, გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მოსახლეობასთან გვქონდეს კომუნიკაცია. არის ძალიან ბევრი ხერხი, ამას უნდა ფსიქოლოგია, მთელი სოციოლოგია საარჩევნო კამპანიის შესახებ და უფრო აქტიურად გამოვიყენებთ ყველა იმ ხერხს, რაც აუცილებელია. არსებობს კლასიკა, როგორ უნდა ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია. ჩვენ ბევრი რამ დავაკელით ამ კამპანიას, ახლა გამოვიყენებთ ყველა იმ ხერხს და მეთოდებს, რასაც ოფიციალურად მთელ მსოფლიოში იყენებენ პარტიები. ეს არის შეხვედრები, ფლაერები, მესიჯბოქსები, ტელევიზიაში რგოლები იმისთვის, რომ გააგებინო ადამიანებს. თქვენ წარმოგიდგენიათ, ზოგიერთმა პენსიონერმა არც იცოდა, რომ იანვრიდან პენსიას ეზრდებათ 20 ლარით. ამიტომ მსგავსი რაღაცები, რაც ჩვენ გავაკეთეთ, მოსახლეობას უნდა გავაგებინოთ, ასევე ნათლად უნდა ავუხსნათ რატომ და რისთვის უნდა გაგვიჭირონ მხარი, ეს არის კლასიკა საარჩევნო კამპანიის“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
ბულგარეთის პრორუსულმა პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ვეტოს დაადებს ევროკავშირის ახალ სანქციების პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.
აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანის საზღვაო ბლოკადა დაასრულეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics