12:10 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-31 16:03:07, 754 ნახვა

რეგიონი
ე.წ. სამხრეთ ოსეთის „მინისტრი“: არჩევნები მეზობელ საქართველოში, ამ ქვეყნის შიდა საქმეა, თუმცა ყურადღებით ვაკვირდებით ​

„არჩევნები მეზობელ საქართველოში, ამ ქვეყნის შიდა საქმეა და სამხრეთ ოსეთთან არანაირი კავშირი არ აქვს“, - ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი მედოევმა განაცხადა.

როგორც მედოევმა აღნიშნა, ოკუპირებული ცხინვალი საპრეზიდენტო არჩევნებს ყურადღებით აკვირდება.

„ჩვენთან ყურადღებით აკვირდებიან წინასაარჩევნო კამპანიას, რადგან იქ განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. მაგრამ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ როგორც არ უნდა დასრულდეს ეს არჩევნები საქართველოში, სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში მათ პოლიტიკაში არაფერი შეიცვლება. წინასაარჩევნო დებატებმა ცხადჰყო, რომ საქართველოში ანტირუსული და ანტიოსური პროპაგანდა და რუსული ოკუპაციის თემა ამომრჩეველებს შორის პოპულარულია და მას ყველა კანდიდატი იყენებს. ამიტომ, საუბრები რუსეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში საქართველოს კურსის შეცვლის შესახებ უბრალოდ ფიქციაა და დეკლარაციულ ხასიათს ატარებს“, - განაცხადა მედოევმა.

მისივე თქმით, „ქართულ მხარეს 2008 წელს დამარცხების გამო, რევანშის წყურვილი აქვს“.

„არჩევნების ნებისმიერი შედეგის შემთხვვაში, საქართველოს პოლიტიკა არ შეიცვლება, ის იქნება „საქართველოს დასავლელი მეგობრების“ კონტროლქვეშ“, - დასძინა ე.წ. მინისტრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
20-ზე მეტმა ქვეყანამ დაგმო ირანი მათ ტერიტორიაზე თავდასხმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics