|
2018-10-26 14:18:07, 2304 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი: ზაზა სარალიძე „ნაცმოძრაობას“ უნახავს ადგილს რუსთაველზე - კარავი რატომ ააგო იქ?
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე ადგილს "ნაციონალურ მოძრაობას" უნახავს. ივანიშვილისთვის გაუგებარია, თუ რატომ მართავს აქციას ზაზა სარალიძე და აცხადებს, რომ სასამართლო დაადგენს ჭეშმარიტებას. "მე არ ვიცი დღეს რა მოხდა, მაგრამ თუ განვიხილავთ ზაზა სარალიძის შემთხვევას და იმ უდიდეს ტრაგედიას, რომელიც მოხდა საქართველოში, გეტყვით, რომ მე ვერ ვხედავ, რომ ხელისუფლება მოიქცა არაადეკვატურად. ჯერ ყველაფერი პირიქით იხატება. ძალიან ვწუხვართ იმ ტრაგედიის გამო, რომელიც მოხდა, მაგრამ ბატონ ზაზას ვთხოვდი, კეთილი ინებოს, ასე არ შეიძლება პოლიტიზირება. ის, რომ ადგილს უნახავს „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს ხომ ყველამ ვიცით. ის კარავი რისთვის დგას ხომ ვიცით. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ამ საქმეზე, მთავარი პროკურორი გადადგა, თუმცა ამის აუცილებლობა საერთოდ არ იყო. მე ვთხოვდი ბატონ ზაზას, რომ ხელს ნუ შეუშლის, არ არის ეს ნორმალური, არ იმსახურებს დღევანდელი ხელისუფლება ამას, რაც ხდება. არ არის საჭირო ქუჩა. დაველოდოთ ჯერ კიდევ ყველაფერს, სასამართლოს ვაცადოთ მუშაობა, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ხელსუფლებაში არავის აქვს ხიბლი, რომ ვინმეს დააფაროს ხელი. ამ საქმეს ადარებენ გირგვლიანს, არ არის ეს უზნეობა? იქ ხელისუფლებამ მოკლა გირგვლიანი და მერე წლების გნმავლობაში ხელს აფარებდა. მე კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ბატონ ზაზას, მაგრამ ასე არ შეიძლება. განა კარგად არ ვიცით, რომ ეს პოლიტიზირებულია „ნაციონალებისგან“? შეიძლება შვილის ტრაგედია აქ გადავიტანოთ? ის კარავი რად უნდა, რომ ააგო იქ?! რატომ გადადო "ნაციონალურმა მოძრაობამ რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი 3-დღიანი მიტინგი? იმიტომ, რომმ სამართალდამცველებმა კარგად იმუშავეს. სარალიძე უნდა ყოფილიყო მთავარი იმ მსვლელობებში. რატომ დგას რუსთაველზე?", - განაცხადა ივანიშვილმა. მან სამართაალდმცველებს ბოდიში მოუხადა, იმის გამო, რომ სისტემატიურად შეურაცხყოფის მსხვერპლნი არიან და გაწეული მუშობისთვის მადლობა გადაუხადა.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)