02:43 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-26 13:15:21, 3081 ნახვა

სამართალი
ბათუმში 4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 4 წლის გოგონას   განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული, უზბეკეთის მოქალაქე ს.მ. დამნაშავედ ცნო.  

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2018 წლის 13 ივნისს, ს.მ.-მ, ქ.ბათუმში, თავის დროებით საცხოვრებელ სახლში, მისთვის მიბარებულ, 4 წლის გოგონას განსაკუთრებული სისასტიკის გამოვლინებით, მოკვლის განზრახვით, სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენა  მრავლობითი, მათ შორის სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის  დაზიანებები. მიღებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ს.მ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ს.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics