02:43 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-25 19:04:32, 2489 ნახვა

სამართალი
პროკურატურა სავარაუდოდ სააკაშვილი-ალასანიას სატელეფონო ჩანაწერს შეისწავლის

პროკურატურა უკრაინულ ვებგვერდზე სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილსა და მისი ბიძის, თემურ ალასასნიას შორის გამართული სატელეფონო საუბრის ჩანაწერს შეისწავლის, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" პროკურატურაში განუცხადეს. 

"პროკურატურა შეისწავლის გამოქვეყნებული ჩანაწერის შინაარსს და მასში არსებულ შესაძლო დანაშაულის ნიშნებს და ამის შემდეგ მიიღებს გავრცელებულ ჩანაწერზე გამოძიების დაწყების გადაწყვეტილებას", - აცხადებენ უწყებაში. 

ცნობისთვის, ერთ-ერთ უკრაინულ საიტზე, სავარაუდოდ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მისი ბიძის, თემურ ალასანიას სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა. ვებგვერდზე წერია, რომ აღნიშნული ჩანაწერი რედაქციას სანდო წყარომ მიაწოდა.

"ჩანაწერში მონაწილეობენ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა თემურ ალასანია, რომელიც ამავდროულად КГБ-ს ყოფილი გენერალია. საუბრისას თემურ ალასანია შეურაცხმყოფელად და სიძულვილით საუბრობს  ქართველ ხალხზე და შეკვეთილ მკვლელობას გეგმავს", - წერს პორტალი.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics