2018-10-23 23:37:08, 3571 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი - ლუგარის ლაბორატორიაში არავითარი ბიოლოგიური ცდები არ ტარდება, ეს არის ცილისწამება
„ეს არის ცილისმწამებლური“ - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი რუსული მხარის განცხადებებს, რომლის თანახმადაც, „ლუგარის ლაბორატორიაში გენეტიკური ბიოლოგიური ექსპერიმენტები ტარდება“.
ივანიშვილის თქმით, ლაბორატორიაში მსგავსი არაფერი ხდება.
„ლუგარის ლაბორატორიაზე გავრცელებული ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება. არავითარი ბიოლოგიური ცდები, არაფერი მსგავსი არ ტარდება. ეს არის ცილისმწამებლური გამონათქვამი. საპირისპირო განცხადებები ჩვენი მხრიდან ბევრი გაკეთდა. მე ვფიქრობ, ეს საკითხი უკვე დავიწუებულია. ალბათ ვფიქრობ, ეს არის იმ დიდი პოლემიკის ნაწილი, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსთს შორის მიმდინარეობს. თქვენ იცით ის მკვლელობები და მოწამვლები, რაც მოხდა ინგლისში და ამაზე არის დიდი ვნებათაღელვა მსოფლიოში“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ავტორი: ,