|
2018-10-23 17:38:54, 1397 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი: არასწორია, რომ არასამთავრობოები მუშტს გიბრახუნებენ და შენ თავი უნდა დაუხარო
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის კოპენჰაგენის საერთაშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები შეაფასა, რა დროსაც მინისტრმა "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" გააკრიტიკა. ვოლსკის თქმით, თეა წულუკიანი ვალდებულია პასუხი გასცეს კითხვებს, თუმცა მიდგომა თითქოს ხელისუფლებამ არასამთავრობო სექტორს თავი უნდა დაუხაროს, არასწორია. "საერთოდ, სასიამოვნო არ არის, როცა გიწევს ასეთი განცხადების გაკეთება, თუმცა მე ამას ვერ დავარქმევდი განცხადებას. მე დავარქმევდი ამას - პასუხს. რეალობა არის სხვაგვარი. არის საერთაშორისო სავაჭრო პალატის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში გახსნას საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო - ეს აჩვენებს მსოფლიოს დამოკიდებულებას იმ საკითხების მიმართ, რაზეც ჩვენ ახლა ვდაობთ. აქედან გამომდინარე, ანალიზის დროს არასამთავრობო ორგანიზაცია აკეთებს წინაპირობას, დასკვნას, ხოლო როდესაც ასე უაპელაციოდ, წამოძახებით აკეთებ განცხადებას, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკურ პლატფორმაზე დგახარ, აქედან გამომდინარე თეა წულუკიანი, როგორც ყოველი ჩვენგანი ვალდებულია, რომ რაღაც პასუხი გასცეს. იმიტომ, რომ ჯერ ერთი - საერთაშორისო ფორუმია, მეორეც - ეს წესი, რომ თავი უნდა დახარო, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია მუშტებს გიბრახუნებს, არასწორია", - განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ კოპენჰაგენის საერთაშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციაზე გააკრიტიკა. წულუკიანის კრიტიკა ორგანზიაციის ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმაც დაისმახურა.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)