|
2018-10-19 17:22:18, 1189 ნახვა
კომენტარი
აკაკი საღირაშვილი - მივესალმებით, რომ ჩვენს მიმართვას დროული რეაგირება მოყვა და დამრღვევები გამოვლინდნენ
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა ჩატარდეს გამჭვირვალედ და საზოგადოების ინტერესების დაცვით“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, რომ დროული და მყისიერი რეაგირება მოახდინეს მიმართვაზე და დარღვევები გამოავლინეს. "ამ ეტაპზე ჩვენ ვგეგმავთ, გამოვიყენოთ შეჩერების მექანიზმი 10-ვე ცენტრის მიმართ, ხოლო გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავთ, გაცილებით მკაცრი სანქციის გამოყენებას, რაც ზოგიერთი ცენტრისთვის აკრედიტაციის გაუქმებას ითვალისწინებს", - აღნიშნა საღირაშვილმა. მისი თქმით, სანქციების გამოყენება არ არის თვითმიზანი, მაგრამ ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ კანონის მოთხოვნები ყველამ უნდა დაიცვას. გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალება გზაზე ქმნის ავარიის პოტენციურ რისკს, რომლის ადამიანური მსხვერპლით შეიძლება დასრულდეს. „თავის დროზე, ჩვენ ყველას შევუწყვეთ ხელი, რათა მათი ბიზნესი, ეს ცენტრები მოეყვანათ შესაბამისობაში ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ ნორმებთან. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ყველა ცენტრმა არ დაიცვა კეთილსინდისიერი თამაშის ნორმები. ასეთ ცენტრებთან, ცხადია, ჩვენ ვიქნებით მკაცრი და კანონის მოთხოვნათა დაცვით და შესაბამისად ვიმოქმედებთ,“ - განაცხადა მან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, ასევე იგეგმება არსებულ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილების შეტანა. „ცვლილების პაკეტი უკვე მომზადებულია, რათა ცენტრების მონიტორინგის უფრო ეფექტური მექანიზმი დავნერგოთ", - განაცხადა მან. აკაკი საღირაშვილის თქმით, „დღეის მდგომარეობით, ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, ტექინსპექტირების ცენტრების შემოწმება ხდება მიმართვიანობის საფუძველზე. ცვლილების თანახმად, მონიტორინგის ჯგუფს 24-საათიან რეჟიმში შეეძლება ტექინსპექტირების ცენტრების საქმიანობის შემოწმება“. საღირაშვილის განცხადებით, იმ ავტომფლობელებს, რომელთა ავტოსატრანსპორტო საშუალებებმაც ტექინსპექტირება გამოძიების თანახმად არამართლზომიერად გაიარეს, მოუწევთ მიმართონ სხვა ცენტრებს ავტომობილების ხელახალი ინსპექტირებისთვის. სხვა პირები მსგავსი პროცედურის გავლისგან თავისუფლები იქნებიან. ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში მდებარე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების მიერ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევით, ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითი ანგარიშების კანონდარღვევით გაცემის ფაქტებზე. გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქალაქ თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, კახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში გამოვლინდა ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი 10 ცენტრი, რომლის თანამშრომლები როგორც მუნიციპალური, ასევე კერძო მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისას, მიუხედავად მათი ვიზუალური ან/და ტექნიკური დაზიანებებისა, ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბ ანგარიშებს გასცემდნენ. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება საქართველოში 2018 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო და ეტაპობრივად 2019 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულებას ექვემდებარება საქართველოში რეგისტრირებული (ქართული ნომრების მქონე) ყველა სატრანსპორტო საშუალება.
(NS)
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)