22:47 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-17 15:28:23, 1172 ნახვა

კომენტარი
სალომე სამადაშვილი: არ გამიკვირდება ხვალ მოვისმინო, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობა სხვისი ბრალია

„ეს არის ძალიან უნიჭოდ დადგმული პიარსვლაა, რომლითაც „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის მოტყუება 2012 წელს შეძლო“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე, პროკურატურის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს.

როგორც ჟურნალისტებს სამადაშვილმა განუცხადა, ჩანაწერები ათი წლის წინანდელია და  „ქართული ოცნება“ კი საზოგადოების მოტყუებას უსინდისოდ ცდილობს.

„ეს არის ძალიან უნიჭოდ დადგმული ხელისუფლების მიერ დადგმული პიარსვლა, რომელმაც მსგავსი ტაქტიკითა და მსგავსი სტრატეგიით, ერთხელ უკვე უკვე შეძლო ქართველი ხალხის მოტყუება 2012 წელს, დღეს იგივე მეთოდებით მუშაობს „ქართული ოცნება“ იგივე მეთოდებით მუშაობს და არ გამიკვირდება, ხვალ მოვისმინო, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობა სხვისი ბრალია, ან სხვა აბსურდული განცხადება გაავრცელონ. ეს ყველაფერი უნიჭო, აბსურდული, ფუჭი მცდელობაა და ქართველი ხალხი „ქართულ ოცნებას“ პასუხს 28 ოქტომბერს გასცემს. ხელისუფლება ქართველი ხალხის მოტყუებას უსინდისოდ ცდილობს, რადგან ქართველი ხალხისთვის სხვა შეთავაზება არ აქვს”, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე გახსნა. ამასთან, კვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით ორი აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა. პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აუდიოჩანაწერში კუდ-ის მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე (მასტერა) ბადრი პატარკაციშვილის დაცვის თანამშრომელს ესაუბრება და მის გადაბირებას ცდილობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics