21:23 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-11 16:21:44, 1611 ნახვა

კომენტარი
თამარ ჩუგოშვილი: ევროსაბჭო ე.წ. რუხ ზონებზე მონიტორინგის დაშვებას ითხოვს

„ევროსაბჭოს ტერიტორიაზე არის ქვეყნები, სადაც არ ხორციელდება მონიტორინგი და ევროსაბჭო ვერ ახდენს ზედამხედველობას ამ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე. ჩვენ შემთხვევაში, ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში, სადაც არ არსებობს არანაირი დაშვება არც ევროსაბჭოს მომხსენებლების და არც ადამიანის უფლებათა კომისრის", - ამის შესახებ სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მონიტორინგის კომიტეტზე შეხვედრა გაიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის კომისართან და საუბარი შედგა  აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ძალიან მძიმე მდგომარეობაზე.

„ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ დაშვება მოიპოვონ ამ ტერიტორიებზე და გაეცნონ ადგილზე ვითარებას, თუ რა პრობლემები აქვს ადგილობრივ მოსახლეობას და რა მდგომარეობაა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. პოლიტიკურად ეს ძალიან რთულია. რუსეთი მათ არ აძლევს შესაძლებლობას, რომ რეალურად ამ ტერიტორიებზე სრული მონიტორინგი განახორციელონ. დღეს გაიმართება სხდომა და მე ვფიქრობ, რომ ევროსაბჭო მხარს დაუჭერს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კიდევ ერთხელ გაკეთდება აქცენტი და  შემუშავდება რეკომენდაციები სხვადასხვა უწყებების მიმართ, რათა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ევროსაბჭოს ჰქონდეს სრული დაშვება და მათ შეძლონ მუშაობა ამ რეგიონებში",-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics