21:23 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-11 13:34:36, 1749 ნახვა

კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი - არ შეიძლება საქართველოდან ადამიანები უცხოეთში მიდიოდნენ მკურნალობის მისაღებად

არ შეიძლება საქართველოდან ადამიანები უცხოეთში მიდიოდნენ იმ მკურნალობის მისაღებად, რაც მათი სიცოცხლისთვის აუცილებელია, - ამის შესახებ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თეთრიწყაროში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, მისი სურვილია საქართველოში 21-ე საუკუნის ონკოლოგიის ცენტრი დაბრუნდეს.

„მე მიმაჩნია, რომ საქართველოში აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ 21-ე საუკუნის ონკოლოგიის ცენტრი. არ შეიძლება საქართველოდან ადამიანები უცხოეთში მიდიოდნენ იმ მკურნალობის მისაღებად, რაც მათი სიცოცხლისთვის აუცილებელია. ვიცი, ეს დიდ ინვესტიციას მოითხოვს, მაგრამ, მე მზად ვარ, ამის შესახებ არამხოლოდ მთავრობასთან ვიმუშაო, არამედ მივმართავ ჩვენს დიასპორას, მათგან, ნამდვილად, შეიძლება თანხებისა თუ დახმარების მოპოვება. იქ გვყავს ძალიან ბევრი წარმატებული ექიმი. ეს არის ჩემი ერთ-ერთი სურვილი, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics