18:47 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-05 14:39:09, 2937 ნახვა

სამართალი
გენერალურმა ინსპექციამ 2018 წელს ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში 7 თანამშრომელი მისცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 2018 წელს ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში 7 თანამშრომელი მისცა, - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჭელიძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უწყების შიგნითაც აქტიურად ებრძვის ნარკოდანაშაულს.

"მოგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ მიმდინარე წელს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-შემოტანის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა პოლიციის 7 თანამშრომელი. აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველებმა 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით, ფონიჭალის დასახლებაში სხვადასხვა სახის ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს 192 პირი, მათ შორის, 13 ქალი და 179  მამაკაცი", - განაცხადა მამუკა ჭელიძემ. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics