19:54 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-04 16:48:25, 2676 ნახვა

კომენტარი
ზურაბიშვილი: ჩვენ შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაცია უნდა შევძლოთ

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საგარეჯოში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

მან ყურადღება გაამახვილა მოქალაქეების თანასწორობაზე, მათ შორის, ისაუბრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებსა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის მნიშვნელობაზე.
 
„პრაქტიკულად, მთელ ქვეყანაში დაწყებულია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ მთავარი - ამ ადამიანების ინტეგრაცია საზოგადოებაში. მათი ინტეგრაცია დამოკიდებულია არა კანონებზე, არა ფულზე, არამედ ჩვენი მენტალობის შეცვლაზე. თუ ჩვენ არ შევცვლით დამოკიდებულებას, ისინი ვერ გამოვლენ სახლებიდან. მე ვიქნები მათი ლობისტი ხელისუფლებაში", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics