|
2018-10-04 11:12:37, 2066 ნახვა
კომენტარი
ღვინის ამერიკელი მაგისტრი: ქართული ღვინოები განსაკუთრებული და უნიკალურია
ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი ამერიკელ სომელიეებთან ერთად საქართველოში იმყოფება და ქართულ ღვინოს ქართლსა და კახეთში ეცნობა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ლიზა გრანიკი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული კომპანია „Tastingwork"-ის ხელმძღვანელია. ტურის ფარგლებში ამერიკელი სტუმრები ღვინის მწარმოებელ 20-მდე კომპანიასა და მარანს ეწვევიან. ღვინის ტურის ერთ-ერთი დღე ქვემო ქართლს დაეთმო, რომელიც საქართველოს მეღვინეობის ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია. ამ მხარეში განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სადაც დღეისთვის ქვევრში ღვინოს 25 მცირე ღვინის მარანი აწარმოებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ბოლნური ღვინო არაერთ გამოფენა-დეგუსტაციაზე იყო წარმოდგენილი როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ბოლნისში სტუმრები რამდენიმე მწარმოებლის ღვინოებს გაეცნენ. ღვინის მაგისტრზე და სომელიეებზე რეგიონის ღვინოებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ლიზა გრანიკის შეფასებით, ბოლნისში წარმოდგენილი ღვინოებიდან განსაკუთრებით გამორჩეულია რქაწითელი და თავკვერი. „ამ ღვინოებს ისეთი მახასიათებლები აქვს, რაც განსაკუთრებულს და განსხვავებულს ხდის. რქაწითელს აქვს ინდივიდუალიზმი, რაც ყველა ბოლნისური ღვინის მახასიათებელიცაა. ჩემთვის მათი დაგემოვნება მართლაც ამაღელვებელი იყო. რაც შეეხება თავკვერს, ის არის კარგად დაბალანსებული, მასში არის ელეგანტური ტანინები და ამ ადგილის ინდივიდუალიზმი, ჩვენც სწორედ ამას ვეძებთ: ღვინოებს, რომლებსაც აქვთ ინდივიდუალიზმი და გამოხატვის უნიკალურობა" – აღნიშნა ლიზა გრანიკმა. მისი თქმით, ჯგუფის შემადგენლობაში არიან გავლენიანი სომელიეები აშშ-დან, რომლებიც ნიუ-იორკის პრესტიჟულ რესტორნებთან თანამშრომლობენ. ბოლნისელი მეღვინეების შეფასებით, ღვინის პროფესიონალების ვიზიტი ხელს შეუწყობს მათი ღვინოების პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)