18:24 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-02 16:34:06, 1503 ნახვა

კომენტარი
ციხელაშვილი: მაია ოთინაშვილის გასათავისუფლებლად ყველა შესაძლო არხი ამოქმედებულია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სოფელ ხურვალეთთან 37 წლის მაია ოთინაშვილის გატაცების ფაქტს ეხმაურება.

ციხელაშვილის განმარტებით, ყველა ბერკეტი ამოქმედებულია, რათა საქართველოს მოქალაქე მალე გათავისუფლდეს.

„ჩვენ საუბარი გვაქვს და საქმე გვაქვს იმ რეჟიმთან, რომელზეც მე თქვენ მოგახსენეთ, რომ არანაირ ჩარჩოებში აღარ ჯდება ეს მოქმედება და რა თქმა უნდა, ჩვენი მოთხოვნაც და მოწოდებაც ყველა პირის თუ ჯგუფის მიმართ, რომელსაც შეუძლია გარკვეული მოქმედებების ჩატარება, არის ის, რომ დაუყოვნებლივ იქნას ეს ქალბატონი გათავისუფლებული. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია, კიდევ ერთხელ ვამბობ, აბსოლუტურად ყველა არხით“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მესაზღვრეებმა მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს დააკავეს. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, მას ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედება. მაია ოთინაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics