18:24 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-02 15:38:53, 1345 ნახვა

კომენტარი
ნაცვლიშვილი: ივანიშვილისგან და გახარიასგან მოვისმინეთ უმძიმესი აღიარება, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობამ ორი მთავარი ფიგურანტის უმძიმესი აღიარება მოისმინა.

"ჩვენ მოვისმინეთ უმძიმესი აღიარება ორი მთავარი ფიგურანტის მხრიდან - ერთი ეს არის ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და მეორე იმდროინდელი ბიზნეს ომბუდსმენი და ამჟამად შს მინისტრი, რომლებიც ადასტურებენ, რომ ამ ქვეყანაში არსებობდა და არსებობს არაფორმალური მმართველობა. ამ წლების განმავლობაში ჩვენ გვესმოდა ქვეყნის შიგნიდან და გარედან არა ერთი გონივრული ეჭვი, იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა არაფორმალურად იმართებოდა, მაგრამ ასეთი მკაფიო და ნათელი აღიარება იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციური ინსტიტუტები კი არ მართავენ, არამედ არაფორმალური მმართველობა გვაქვს ქვეყანაში, აქამდე არ არსებობდა. ეს არის უმძიმესი ფაქტი თავის მხრივ და არ მგონია, რომ თავად ამ პროცესის ფიგურანტებს ბოლომდე ჰქონდეთ ამ ეტაპისთვის გააზრებული, მათი აღიარების ძალიან მძიმე შედეგები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელმწიფოს იმიჯისთვის", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics