18:24 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-01 17:43:35, 1514 ნახვა

კომენტარი
ბობოხიძე უმრავლესობას - როგორც ჩვენ გვეგონა, რომ არასდროს შეიცვლებოდა ჩვენი დრო, ასე გგონიათ თქვენც

„ისევე როგორც ჩვენ გვეგონა, რომ არასდროს შეიცვლებოდა ჩვენი დრო, ზუსტად ასე გგონიათ თქვენც“, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ საპარლამენტო უმრავლესობას.

როგორც მან ბიუროს სხდომაზე განაცხადა, აუცილებელია მთავარი პროკურორი პარლამენტში მივიდეს და „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ კითხვებს პასუხი გასცეს.

„ქალბატონო ეკა, თქვენ როგორც კვალიფიციურმა იურისტმა, ყველაფერი თავდაყირა დააყენეთ და მოიყვანეთ კანონი იმისთვის, როგორ არ გავაგრძელოთ საქმე. ბატონმა სერგი კაპანაძემ სწორედ ეს თქვა, იქნება მოვიწვიოთ პროკურორი და ვიმსჯელოთ, რა პრობლემებია, რა კითხვებია და როგორ მიდის საქმე. მე არ ვამბობ, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილზე რაც ითქვა ყველაფერი მართალია, არის თუ არა მართალი, ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ, ოღონდ თქვენი გამოძიება ამას არ დაადგენს. მოვა დრო და ამას დაადგენს ნამდვილი და ჭეშმარიტი გამოძიება. ამის დროც მოვა. ისევე როგორც ჩვენ გვეგონა, რომ არასდროს შეიცვლებოდა ჩვენი დრო, ზუსტად ასე გგონიათ თქვენც. სამწუხაროდ, არცერთ ხელისუფლებას არ ყოფნის გონიერება - დრონი მეფობენ და არა მეფენი“, - მიმართა ბობოხიძემ უმრავლესობის წევრს ეკა ბესელიას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics