09:39 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-01 12:42:52, 2138 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერი არ გამორიცხავს, რომ ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი მნიშვნელოვნად დაკორექტირდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე არ გამორიცხავს, რომ განხილვების პროცესში ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი როგორც შემოსავლების, ასევე კაპიტალური ხარჯების ნაწილში მნიშვნელოვნად დაკორექტირდეს, - როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს ამ ტემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, საქართველოს მთავრობას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სრული მხარდაჭერა აქვს.

მისივე თქმით, ბიუჯეტის პარამეტრებთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან და აშშ-ში ვიზიტისას მათთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა.

„მოგეხსენებათ, მომავალი წლიდან რამდენიმე მიმართულებაზე მკვეთრად ვზრდით დაფინანსებას. გვაქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სრული მხარდაჭერა, ველოდებით მათგან გარვეული ტიპის რეკომენდაციებს და ბუნებრივია, არ გამოვრიცხავ, განხილვების დროს ბიუჯეტი მნიშვნელოვანწილად დაკორექტირდეს როგორც შემოსავლების, ასევე - კაპიტალური ხარჯების ნაწილში. ეს ნორმალური დ ობიექტური პროცესია", - განაცხადა პრემიერმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადს არ დააწესებენ
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics