13:54 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-20 13:05:58, 2102 ნახვა

სამართალი
შსს-ში დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკური მონაცემების დამუშავების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკური მონაცემების დამუშავების საკითხებზე უწყებათშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის, უზენაესი სასამართლოს, იურიდიული დახმარების სამსახურისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სამინისტროს ცნობით, სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკური მონაცემების შეგროვების კუთხით თავიანთ უწყებებში არსებულ ინსტრუმენტებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულს, მხარეები სამომავლო გეგმებსა და ამ ტიპის დანაშაულებზე სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვების ერთიანი მეთოდოლოგიის შემუშავებაზე შეთანხმდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics