06:30 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-14 10:11:34, 1594 ნახვა

ეკონომიკა
ღვინის იმპორტიორები ჩინეთიდან ქართლსა და კახეთს სტუმრობენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია  „Meiburg Wine Media''-ის ხელმძღვანელის, ღვინის მაგისტრ დებრა მეიბურგისა და ჩინელი ღვინის იმპორტიორების 8-კაციანი ჯგუფი საქართველოს ეწვია.

ღვინის ტურის ფარგლებში სტუმრებმა ღვინის საწარმოები ქართლსა და კახეთში მოინახულეს: „შატო მუხრანი", „იაგოს ღვინო", „თელედა/ორგო", „მეღვინეობა შუმი", „მეღვინეობა ვაზიანი", „კახური ღვინის მარანი", GWS, „თელიანი ველი", „მეგობრების მარანი", „ფაფარი ველი", „ბადაგონი", „ხოხბის ცრემლები", „ვაზისუბნის მამულები" და "მეღვინეობა ლუკასი". მეთუნე ზაზა კბილაშვილთან გაეცნენ ქვევრის დამზადების პროცესს.

თბილისში ასევე გაიმართა სხვადასხვა კომპანიის ღვინის დეგუსტაცია, სადაც 27 ღვინის კომპანიის 100-მდე ღვინო დაგემოვნდა.

დებრა მეიბურგის ინფორმაციით, ჯგუფის შემადგენლობაში არიან იმპორტიორები, რომლებიც სპეციალიზირდებიან ღვინის უნიკალურ სახეობებში. 

„წარსულმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ მსგავსი აქტივობების განხორციელება ძალიან წარმატებულია.  მაგალითად,  ქართულმა ღვინომ 18-ე ადგილიდან 9-ე ადგილზე გადმოინაცვლა ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩინეთის ბაზარზე.  ჩვენ ყველა აღფრთოვანებულები ვართ ქართული ღვინის ამ წარმატებით აზიურ ბაზარზე. ამჯერად ჩვენი  ამოცანაა უზრუნველყოთ ქართული ღვინის პოპულარიზაცია არა მარტო ღვინის იმპორტიორებში, არამედ მის მომხმარებლებშიც. ასე, რომ ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ, რათა მეტი მომხმარებლის ყურადღება შევაჩეროთ ქართულ ღვინოზე" - აღნიშნა ღვინის მაგისტრმა.

ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მესამე ადგილს იკავებს. მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში 4 მლნ-ზე მეტი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics