|
2018-09-12 10:31:55, 997 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე მარიხუანის წარმოებაზე - მკაცრად იქნება გაკონტროლებული, რომ ქაოტური და კანონსაწინააღმდეგო პროცესი თავიდან ავიცილოთ
„კანაფის მოყვანას და წარმოებას სამედიცინო მიზნით, ექსპორტზე გასატანად, ეს არის რეგულაციის ის ნაწილი, რომელიც ამავე დროს იქნება მკაცრად გაკონტროლებული, რათა მაქსიმალურად თავიდან იქნას აცილებული ქაოტური და კანონსაწინააღმდეგო პროცესი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ ბრიფინგზე განაცხადა. მან შსს-ს მიერ მომზადებულ კანონპროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარების პოპულარიზაციისა და რეკლამირებისთვის პასუხისმგებლობა გამკაცრდება. „მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, დავდექით ახალი სამართლებრივი რეალობის წინაშე, მარიხუანისს პირად სივრცეში მოხმარება აღარ ითვლება დანაშაულად და არც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად. როგორც კი გამოქვეყნდა ეს გადაწყვეტილება, გახსოვთ, მე დავავალე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოემზადებინა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც შექმნიდა ძალიან მკაცრ ჩარჩოებს მარიხუანისს საჯარო სივრცეში მოხმარების აკრძალვისთვის. შესაბამისად, ახალი რეგულაციების კანონპროექტი იქნა მომზადებული, რომელსაც დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ და შემდეგ გადაეგზავნება პარლამენტს. იმისთვის, რომ არ დაზარალდეს საზოგადოებრივი ინტერესი და უსაფრთხოება, მნიშვნელოვანია ამ კანონპროექტის დროული განხილვა, რათა სამართალდამცველებს მარიხუანას მოხმარების კონტროლის ეფექტიანი ბერკეტი ჰქონდეთ, რათა საზოგადოება, განსაკუთრებით კი ჩვენი ახალგაზრდები იყვნენ დაცული შესაძლო ზიანისგან ან მავნე ზეგავლენისგან. კანონპროექტის მიხედვით მკაცრად დარეგულირდება და დაისჯება მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით, სასწავლო დაწესებულებების სიახლოვეს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, ამავე დროს ეს რეგულაცია შეეხება საჯარო მოხელეებს, პედაგოგებს, ექიმებს და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს. მოზარდებში მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენის გამო ასევე დაისჯებიან ის ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან მოახდინონ პოპულარიზაცია 21 წლამდე პირებში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გამკაცრდება პასუხისმგებლობა ამავე დროს მოხმარების პოპულარიზაციის და რეკლამირებისთვის. მარიხუანას გასაღება რჩება კვლავ სისხლის სამართლის დანაშაულად და ის არის დასჯადი. რაც შეეხება კანაფის მოყვანას და წარმოებას სამედიცინო მიზნით, ექსპორტზე გასატანად, ეს არის რეგულაციის ის ნაწილი, რომელიც ამავე დროს იქნება მკაცრად გაკონტროლებული, რათა მაქსიმალურად თავიდან იქნას აცილებული ქაოტური და კანონსაწინააღმდეგო პროცესი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)