|
2018-09-11 11:29:53, 1061 ნახვა
ეკონომიკა
წელს პირველად, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018“ ჩატარდება
„საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2018“, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, წელს პირველად ჩატარდება და კომპანიებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულებით განხორციელებული საუკეთესო პროექტებისა თუ ინიციატივებისათვის დააჯილდოებს. კონკურსი ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მხარდაჭერით, საერთაშორისო და ადგილობრივ საექსპერტო ორგანიზაციებთან, ბიზნესპლატფორმებსა და სამთავრობო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით ტარდება. საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი ყოველწლიურად გაიმართება და დააჯილდოებს საქართველოში მოქმედ იმ კომპანიებს, რომელთაც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში განხორციელებული ექნებათ საუკეთესო პროექტები. წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს ნომინანტებს და გამოავლენს საუკეთესო CSR-ინიციატივებს. კონკურსის ჟიურიში შედის ცხრა საერთაშორისო ექსპერტი (დიდი ბრიტანეთიდან, სლოვაკეთიდან, დანიიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან, აშშ-დან და ბელგიიდან) და ქართველი დამოუკიდებელი ექსპერტები საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ, როგორც მსხვილ, ისე მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს, რომელთაც 5 ოქტომბრამდე, ვებგვერდის - www.meliora.ge- საშუალებით, უნდა წარმოადგინონ 2017-2018 წლებში განხორციელებული CSR პროგრამები, პროექტები თუ ინიციატივები. კომპანიებს კონკურსში განაცხადების წარდგენა შეუძლიათ 6 ძირითად და 3 სპეციალურ კატეგორიაში, რომელიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ყველა სფეროს მოიცავს. უმაღლესი ჯილდო (გრანპრი) - წლის პასუხისმგებელი ბიზნესის წოდება მიენიჭება ცალკე მსხვილ და ცალკე მცირე / საშუალო ზომის კომპანიას, რომლებიც საუკეთესოდ წარმოაჩენენ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთგულებას მთლიანი კომპანიის მასშტაბით. გამარჯვებულები გამოვლინდებიან დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც 13 დეკემბერს გაიმართება და რომელსაც დაესწრებიან როგორც საქართველოს წამყვანი ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ჟიური, საქართველოს მთავრობა და სხვა მრავალი საინტერესო სტუმარი. „მინდა წავახალისო კომპანიები მონაწილეობა მიიღონ CSR კონკურსში, რადგან ის კომპანიები, რომლებიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებენ, უნდა გახდნენ მისაბაძი მაგალითი სხვებისათვის. საუბარი იმაზე, თუ რას აკეთებს შენი კომპანია საზოგადოების საკთილდღეოდ და ამისათვის დაფასება და აღიარება არის ნაწილი შენი კომპანიის ზრდისა“ - ელენ კოენი, შესულია მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მდგრადი განვითარების ლიდერთა ათეულში, ჟიურის წევრი. კონკურსი იმართება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" (2017 -2020) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ოთხი ქართული ორგანიზაციის კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC). პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)