03:48 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-10 16:38:00, 1313 ნახვა

ეკონომიკა
ნინო ენუქიძემ მაღალი დონის „ენერგეტიკული თანამშრომლობის“ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ბათუმში აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ორგანიზებული მაღალი დონის „ენერგეტიკული  თანამშრომლობის" შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრას თავმჯდომარეობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე. თავის გამოსვლაში, მან დეტალურად ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობასა და საქართველოს გამოკვეთილ ინტერესზე, შეასრულოს რეგიონის ენერგეტიკული ჰაბის ფუნქცია. ნინო ენუქიძემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლობაზე და მას სამაგალითო და ორმხრივად ხელსაყრელი უწოდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა „ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის" (СAREC) გაძლიერებასა და სამომავლო პროექტების განხორციელებაზე ენერგეტიკის დარგში.

შეხვედრაში „ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის" (СAREC) წევრი ქვეყნების (საქართველო, აზერბაიჯანი, ჩინეთი, პაკისტანი, ავღანეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და მონღოლეთი) დელეგაციებმა მიიღეს მონაწილეობა. გარდა ამისა, შეხვედრაზე მოხსენებებით გამოვიდნენ მსოფლიო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა განვითარების ბანკის და USAID-ის წარმომადგენლები.
 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics