|
2018-09-10 13:51:11, 955 ნახვა
ეკონომიკა
ქართული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდები მსოფლიოში ერთერთმა ყველაზე დიდმა დეპოზიტარმა საკუთარ სისტემაში დაუშვა
„საქართველოს ბანკის“ დახმარებით ქართული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდები (M2 Real Estate – ISIN: GE2700603436; Georgian Leasing Company – ISIN: GE2700603535; Nikora – ISIN: GE2700603493; Silknet - ISIN: GE2700603527; Georgian Lasing Company- (ISIN: GE2700603659) და MFO Crystal - (ISIN: GE2700603592) ერთერთ მსხვილ დეპოზიტარში Clearstream Banking S.A.-ის (ICSD) სისტემაში დაიშვა, რის შედეგადაც ეს ფასიანი ქაღალდები ხელმისაწვდომი გახდა ყველა საერთაშორისო ინვესტორისთვის. Clearstream Banking S.A.-ში (ICSD) სისტემა საერთაშორისო ინვესტორებსა და კლიენტებს აძლევს შესაძლებლობას, მოახდინონ ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორება და შენახვა მსოფლიოს წამყვან ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე. თუკი მანამდე ქართული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდების შესაძენად ინვესტორს, ან დაინტერესებულ პირს უწევდა ანგარიშის გახსნა ლოკალურად ადგილობრივ საბროკერო ან მსგავს საინვესტიციო კომპანიაში, ახლა მათ აქვთ შესაძლებლობა, ფასიანი ქაღალდები შეიძინონ და შეინახონ პიდაპირ საერთაშორისო დეპოზიტარში ლოკალურ ბაზარზე ანგარიშის გახსნის გარეშე. ეს სიახლე ინვესტორს მისცემს შესაძლებლობას, უფრო მარტივად განახორციელონ ფასიანი ქაღალდებით ანაგრიშსწორება და შენახვა მსოფლიოს წამყვან ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე. „მოხარულები ვართ, რომ მსოფლიოში ერთერთმა ყველაზე დიდმა დეპოზიტარმა-Clearstream Banking S.A.- (ICSD) ქართული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდები საკუთარ სისტემაში დაუშვა. ეს იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქართული კორპორატიული ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტებით, მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ადმინისტრაციულ პროცედურებს, დაუზოგავს დროს და მათთვის ანგარიშსწორების პროცედურებს უფრო ეფექტურს გახდის“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკანველიძემ. ინფორმაციისთვის: Clearstream Banking S.A (ICSD) გახლავთ ერთერთი დიდი დეპოზიტარი მსოფლიოში ისეთ მსხვილ და განვითარებულ 57 ბაზარზე როგორიცაა ავსტრალია, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, დანია, დუბაის საერთაშორისო ფინანსური ცენტრი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ინდონეზია, ირლანდია, ისრაელი, იტალია, იაპონია, მალაიზია, ახალი ზელანდია, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუსეთი, სინგაპური, რუმინეთი, სამხრეთ აფრიკა, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, ტაილანდი, ინგლისი, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა. 2015 წლიდან Clearstream Banking S.A.-მა (ICSD) ლარი საკუთარ სისტემაში საანგარიშსწორებო ვალუტად დაუშვა. ამავე წელს, საქართველოს სახელმწიფო სავალო ფასიანი ქაღალდების და IFI ბონდების შეძენა/შენახვა გახდა ამ დეპოზიტარში შესაძლებელი.
(R)
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)