08:57 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-06 12:58:36, 1130 ნახვა

სამართალი
არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ა.ა. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ 2018 წლის 21 ივნისს, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში ა.ა.-მ არასრულწლოვან შვილს სახის არეში ორჯერ დაარტყა ხელი, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

სამართალდამცველებმა ა.ა. 2018 წლის 23 ივნისს ქ.მარნეულში დააკავეს. მარნეულის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სისხლისსამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიებისსახით  პატიმრობა შეეფარდა.  

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ა.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლითთავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics