10:32 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-05 12:51:41, 1058 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი: არ მგონია, რუს ჟურნალისტებს ჰქონდეთ რესურსი, რომ ჩვენს საზოგადოებას ტვინი გამოურეცხონ

„ერთადერთი ვისაც, პოლიტიკური სარგებელი შეიძლება ჰქონდეს რუსი ჟურნალისტების ჩამოსვლიდან, არის „ნაციონალური მოძრაობა“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი, გია ვოლსკი, თბილისში მიმდინარე მედიაფორუმს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საგრანტო დაფინანსებით იმართება.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მედიაფორუმის თბილისში გამართვა საფრთხის შემცველი არ არის.

„რუსეთის ხელისუფელბის დაფინანსებით არის ყველა ფონდი, რომელიც არსებობს და მით უმეტეს, ასეთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჟურნალისტებს აფინანსებს, მაგრამ მე არ მგონია, რომ მათ რაიმე რესურსი გააჩნიათ იმისათვის, რათა ჩვენ საზოგადოებას ტვინი გამოურეცხონ, სხვანაირად აფიქრებინონ. ერთადერთი, ვისაც პოლიტიკური სარგებელი შეიძლება ჰქონდეს ამ ჩამოსვლიდან და ამ სკანდალური შეკითხვების პასუხებიდან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, რითაც არ მგონია, რომ დიდად გაიმარჯვოს რუსული პროპაგანდის თემის წამოწევაში“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, თბილისში, სასტუმრო „ვერე პალასში“ პუტინის ფონდის მიერ დაფინანსებული მედია ფორუმი მიმდინარეობს. აღნიშნულის გამო, სასტუმროსთან დილიდან მოქალაქეები არიან შეკრებილი და ფორუმის ჩატარებას აპროტესტებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
უკრაინამ სამი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics