02:18 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-04 21:12:28, 1505 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA)  ვიცე-პრეზიდენტს, ნორიკო სუზუკის შეხვდა.  მხარეებმა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ საქართველოში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პროექტები განიხილეს.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც იაპონიის მთავრობა           JICA-ს   სასესხო ინსტრუმენტების საშუალებით უწევს საქართველოს პრიორიტეტული სფეროების დაფინანსების კუთხით. 

განსაკუთრებით აღინიშნა ინფრასტრუქტურის სექტორში იაპონიის მთავრობის მიერ განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები, რომელთა მიზანია, ქვეყნის კონკურენტუნარიანობისა და სატრანზიტო პოტენციალის გაზრდა.

შეხვედრაზე, ასევე, მაღალი შეფასება მიეცა იაპონიის მთავრობის „კავკასიის ინიციატივას", რომელიც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის როგორც სავაჭრო-ეკონომიკური, ისე საგანმანათლებლო და ტურისტული სექტორების განვითარებას.  ხაზი გაესვა JICA-ს ადგილობრივი ოფისის მუშაობის მნიშვნელობას აღნიშნული მიმართულებით.

დასასრულ,  მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ საქართველოსა და იაპონიას შორის გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics