08:57 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-29 19:22:46, 1207 ნახვა

კომენტარი
„რაც დავდექი მინისტრად, ნახევარზე მეტი ვიმუშავე, ნახევარი მომიწია შვებულება“ - გიორგი ქობულია განმარტებას აკეთებს

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი გიორგი ქობულია საკუთარ შვებულებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

როგორც ქობულიამ „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას განაცხადა, ის ამ დროისთვის ევროპის ერთ-ერთ ქალაქში იმყოფება.

მინისტრის განმარტებით, შვებულებაში ხშირი გასვლა ყოფილ სამსახურთან დაკავშირებულ პროცესებს და ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება.

„რაც დავდექი მინისტრად, ნახევარზე მეტი ვიმუშავე, ნახევარი მომიწია შვებულება, მაგრამ აქედან მაქვს კონტაქტი ჩემს ხალხთან. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ საკითხები გადავწყვიტო. მე რომ მცოდნოდა, რომ მინისტრად ვდგებოდი არა ივლისში, არამედ მაისში, მაშინ ასეთი საკითხი არ იდგმებოდა. რადგან ეს გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად მოხდა, მე უკვე ვეღარ შევცვალე ბევრი რაღაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მქონდა რაღაცეები, რაც უნდა დავასრულო“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics