08:59 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-29 12:38:50, 998 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: მერკელს კარგი იუმორის გრძნობა აქვს, მკითხა ვიცოდი თუ არა, რატომ არ იყო წითელი ხალიჩა და თვითონვე მიპასუხა

„როდესაც თვითმფრინავის ძრავები მუშაობს არ შეიძლება ხალიჩა იყოს, რადგან შეიძლება უსაფრთხოების ნორმები დაარღვიოს“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას.

კითხვა ეხებოდა ანგელა მერკელის საქართველოდან გამგზავრების დროს, კანცლერის შეკითხვას, თუ რატომ არ იყო თვითმფრინავამდე მისასვლელ გზაზე წითელი ხალიჩა დაგებული.

როგორც პრემიერმა განმარტა, კანცლერის ეს შეკითხვა ხუმრობით იყო დასმული და მას ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვს.

„რაც შეეხება წითელი ხალიჩის ეპიზოდს, მაშინ სერიოზულად გიპასუხებთ. ქალბატონ მერკელს აქვს ძალიან კარგი იუმორის გრძნობა და როდესაც ჩვენ მივდიოდით თვითმფრინავისკენ, მან დამისვა შეკითხვა, ვიცოდი თუ არა რატომ არ იყო წითელი ხალიჩა და თვითონვე მიპასუხა, ეს არის ძალიან მარტივი უსაფრთხოების საკითხი, როდესაც თვითმფრინავის ძრავები მუშაობს არ შეიძლება ხალიჩა იყოს, ამან შეიძლება უსაფრთხოების ნორმები დაარღვიოს. მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ როდესაც ასეთი სტუმარი ჩამოდის, სწორედ ეს არის უმთავრესი გზავნილი. როდესაც ასეთი მაღალი დონის პოლიტიკოსი მიდის საოკუპაციო ხაზთან და საკუთარი თვალით ხედავს იმ პრობლემას, რომელიც ჰქონდა მის სამშობლოს გერმანიის გაერთიანებამდე და ვხედავთ გერმანიის მხარდაჭერას, ჩვენი მიზნების და ამოცანების მიმართ, ეს არის ერთმნიშვნელოვანი პასუხი ყველაფრის მიმართ“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics