05:40 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-25 10:09:44, 1627 ნახვა

სამართალი
ანაკლიაში, ფესტივალ ECHOWAVES-ზე 1 პირი გარდაიცვალა, კიდევ ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი

ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალ ECHOWAVES-ზე, 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, იგი ფესტივალის ტერიტორიაზე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავდა, თუმცა მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

გარდა ამისა, რეფერალურში კიდევ ერთი პირი შეიყვანეს, რომელიც ასევე ფესტივალის ტერიტორიაზე გახდა შეუძლოდ. ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მათივე ცნობით, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics