|
2015-06-04 17:53:39, 478 ნახვა
პოლიტიკა
გერმანიის ელჩი: საქართველო იყო ყველაზე საინტერესო ადგილი, სადაც მიმუშავია
საქართველო იყო ყველაზე საინტერესო ადგილი, სადაც ჩემი კარიერის მანძილზე მიმუშავია, - ამ სიტყვებით მიმართა გერმანიის ელჩმა ორთვინ ჰენიგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დღეს, გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. „ყველამ იცის, რომ ეს არის ულამაზესი ქვეყანა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორი მეგობრულია ქართველი ხალხი“, - განაცხადა ორთვინ ჰენიგმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ელჩს მეგობრული დამოკიდებულებისა და ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ორთვინ ჰენიგს, რომელიც 2010 წლის მაისიდან არის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, საქმიანობის ხუთწლიანი ვადა ამოეწურა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)