23:15 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-20 16:36:25, 1409 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჯასტინ მაქენზი სმიტს შეხვდა.

მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის, ხაზი გაუსვეს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობას.

ამ კუთხით, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და სომხეთში ვაჭრობის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სპეციალური წარმომადგენლის,  მარკ პრიტჩარდის საქმიანობა, რომელიც მიმართულია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებისა და ორმხრივი ვაჭრობის მაქსიმალურად გაზრდის ხელშეწყობისკენ.  

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო ფინანსთა სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, რომელთა მიზანია ქვეყანაში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევა. 

შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა და ელჩმა დაადასტურეს მომავალი აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics