05:36 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-17 10:15:40, 895 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე - აშშ-ის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეებზე კიდევ ერთხელ დადასტურდა

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე ხელმოწერით, აშშ-ს მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ კონტექსტში სულ უფრო მკაფიოდ არის წარმოჩენილი აშშ-ის პოლიტიკურ დღის წესრიგში.

„რამდენიმე დღის წინ საქართველომ კიდევ ერთი უპრეცედენტო მხარდაჭერა მიიღო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორისგან, ამერიკის შეერთებული  შტატებისგან. ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე ხელმოწერით, აშშ-ს მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეებზე. საყურადღებოა, რომ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ კონტექსტში სულ უფრო მკაფიოდ არის წარმოჩენილი აშშ-ის პოლიტიკურ დღის წესრიგში“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2019 წლის აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი  გამოირჩევა იმით, რომ მასში დაფიქსირებულია უმნიშვნელოვანესი ჩანაწერები საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების, ასევე რეგიონალური უსაფრთხოების მხარდაჭერის თვალსაზრისითაც.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო დონეზე კიდევ ერთხელ ფიქსირდება ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკის, მათ შორის, საქართველოს ნატოში გაწევრიანების იდეის სრული მხარდაჭერა. კიდევ ერთხელ მსურს, გადავუხადო დიდი მადლობა ამ მხარდაჭერისთვის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს. ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა მართლაც, რომ სტრატეგიული ხასიათის არის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics