03:41 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-03 15:42:51, 1101 ნახვა

კომენტარი
შოთაძე: საზოგადოებაში არსებობს მენტალური პრობლემები, ვინაიდან გამოძიებასთან თანამშრომლობა არავის უნდა

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, საზოგადოებაში არსებობს მენტალური პრობლემები იმ მიმართულებით, რომ გამოძიებასთან და პოლიციასთან თანამშრომლობა არავის არ უნდა.

ამის შესახებ ირაკლი შოთაძემ პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

„საზოგადოებას აქვს მენტალური პრობლემა და არავის არ სურს გამოძიებასთან თანამშრომლობა.ინციდენტში ათეულობით ახალგაზრდა მონაწილეობდა და სულ რამდენიმე მოწმე იძლევა საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, საიდანაც მოხდა მძიმე დანაშაულში გარკვეული პირების მხილება. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, ეს არ არის პროკურატურის ან შსს - ს პრობლემა, ეს არის საზოგადოების პრობლემა და ჩვენ უნდა მივიდეთ იქამდე, რომ როდესაც ადამიანი შეესწრება დანაშაულს, ის უნდა მივიდეს პოლიციაში და უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან. რაც ეხება მირზა სუბელიანს, ის მივიდა განყოფილებაში, მისმა შვილმა მისცა ჩვენება და მათ ბოლომდე ითანამშრომლეს გამოძიებასთან“, - განაცხადა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics